SOU Festival

Tickets

 

გრიშა ლიხტენბერგერი
გრიშა ლიხტენბერგერი ბერლინელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და ვიზუალური არტისტია. ლეიბლი Raster Noton მისთვის იდეოლოგიური სახლია. მისი მუსიკა ხშირად აგრესიული, მანქანური ჟღერადობით გამოირჩევა რომელიც პარადოქსს, როგორც ფორმას იკვლევს.

.
 


 

La Demeure

გრიშა ლიხტენბერგერის პროგრამა სპეციალურად ფესტივალისთვის ადაპტირებული პროექტია: უახლესი ალბომის ,„La Demeure/Il y a péril en la demeure“-ის, სამნაწილიანი EP-ის Spielraum|Allgegenwart|Strahlung-სა და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ნამუშევრების ერთიანობა. ლიხტენბერგერი სივრცეზე მორგებით აუდიო-რეაქტიულ სასცენო ინსტალაციას შექმნის. შოუს ვიზუალური ნაწილი არტისტის კომენტარია თანამედროვე კინოსა და ვიზუალურ ხელოვნებაზე. პირველი ნაწილი 1970-იანი წლების ფსიქოდელიური როკ-კონცერტების ნაწყვეტებისგან შედგება, მაშინ როდესაც მეორე - ერთგვარი შარჟია იმ დროისა, სადაც ვიზუალური ხელოვნება ციფრულ სამყაროში ოპერირებს. ორივე მათგანი უკავშირდება პროექტს „Demeure“, ვინაიდან მათი იდეური საფუძველი მსგავსია: ეს არის ფოკუსი „პირადისა“ და „საზოგადოს“ სტრუქტურულ ცნებებთან, თუ როგორ შეიძლება შინაარსის ერთი მედიიდან მეორეზე, ერთი მანქანური დანადგარიდან სხვაში გადატანა და როგორ ხდება მათი მიმოცვლა განსხვავებულ ადამიანებს შორის.

.