SOU Festival

Tickets

 

Alva Noto
მიკრო-საუნდის ოსტატი, გერმანელი კარსტენ ნიკოლაი არტისტი და მუსიკოსია, რომელიც ბერლინში მოღვაწეობს. მისი შემოქმედება ხმის ვიზუალიზაციას, ჟღერადობისა და სინათლის სიხშირის ფენომენთა ურთიერთმიმართებას იკვლევს. მისი ინსტალაციები მინიმალისტური ესთეტიკით გამოირჩევა. ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შემდეგ, როგორებიცაა Вocumenta X და ვენეციის ბიენალე, კარსტენ ნიკოლაის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით იფინება. ოლაფ ბენდერთან და ფრენკ ბრეთშტაინერთან ერთად, Alva Noto მნიშვნელოვანი ლეიბლის, Raster Noton-ის თანადამფუძნებელია. მუსიკალური კოლაბორაციებიდან საგულისხმოა ალბომების სერია რუიჩი საკამოტოსთან, რიოჯი იკედასთან, ნაწარმოებები ბლიქსა ბარგელდთან და მიკა ვაინიოსთან ერთად. დიდი წარმატება ხვდა წილად მის მუსიკას ალეხანდრო გონზალეს ინიარიტუს ფილმისთვის „გადარჩენილი“, რომელიც რუიჩი საკამოტოსთან ერთად დაწერა. ალვა ნოტო თავის ახალ პროგრამას წარადგენს, სახელწოდებით UNIEQAV.

.