SOU Festival

Tickets

 

ჰირონორი ტაკაჰაში ახალგაზრდა დიჯეი / პროდუსერია ტოკიოდან. ტექნო მუსიკით სკოლის ასაკიდან დაინტერესდა, რის შემდეგაც დაესწრო რა „Rainbow 2000“-ს ფესტივალს, თავადვე გადაწყვიტა ადგილობრივი სცენის ნაწილი გამხდარიყო. კომპოზიციები, ბევრი სხვა ლოკალური არტისტისგან განსხვავებით, ატმოსფერული ჩანართებით გამოირჩევა.

იუკი საკაი ბევრად უფრო მძიმე მუსიკისკენ არის გადახრილი. მისი ტექნო ფილოსოფია ინდუსტრიულ ჟღერადობაზეა დაფუძნებული. რაც თავის მხრივ სეტის დროს მისტიკურ ატმოსფეროს ქმნის. 

რიო მურაკამი იაპონელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია. მუსიკალურ სცენაზე პირველად 2007 წელს გამოჩნდა და საკუთარი ხელწერით მალევე დაიმკვიდრა ადგილი ჯერ ქვეყნის, შემდეგ კი მსოფლიო საცეკვაო მუსიკის სცენაზე. დღეისთვის ის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პროდიუსერადაა მიჩნეული. წლებთან ერთად, მისი ინტერესი უფრო ღრმავდებოდა Dark Ambient-ისა და ინდუსტრიული მუსიკის მიმართ. იზოლაცია, მარტოსულობა და სიცარიელე მისი მუსიკის ძირითადი თემატიკაა. ბოლო ნამუშევრებში იგი იყენებს როგორც ცოცხალ ინსტრუმენტებს, ასევე ბუნების საველე ჩანაწერებს და მსმენელს ღრმა და დეტალური ინტროსპექციისთვის განაწყობს

.