SOU Festival

Tickets

 

Tete Noise
ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი თბილისიდან. სანდრო ჩინჩალაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფში, განსხვავებული მიმართულების მუსიკას ქმნიდა. მათგან ყველაზე გამორჩეული კი გაჩა ბაქრაძესთან, და მოგვიანებით ვაჟა მართად ერთად არსებული პროექტი Me & My Monkey იყო. 2011 წლისთვის სანდრომ აქტიურად დაიწყო ემბიენთის სფეროში ექსპერიმენტირება. 2013 წელს, ლეიბლზე „Withering Trees“ მისი EP “The Last is The Sweeter” გამოვიდა. მას შემდეგ მისი ნამუშევრები საველე ჩანაწერების კოლაჟურ გადამუშავებებზე იგება; ნოიზის, ალეატორიკისა და სხვა ექსპერიმენტული მუსიკის ნარატივებში. 2017 წელს გამოვიდა მისი ემბიენთ ალბომი „Artificial Frequencies For Daydreamers“.

.
 


 

SOU ფესტივალის გახსნა
ბოლო პერიოდში სანდროს მუსიკალური გატაცება, ანალოგური ინსტრუმენტებისა და ბუნების ხმების, განსაკუთრებით ჰაერის, წყალის, ქარისა და ნიავის სხვადასხვა ბგერითი სტრუქტურების ერთმანეთთან შეხამებაა, ამით ის ემბიენთის ფუნდამენტურ ცნებასთან — ატმოსფეროსთან მუშაობს. სწორედ ეს ულტრამინიმალისტური ექსპერიმენტი შეჯამდება ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარ სიმებიან კვარტეტთან ერთად.

Visual Intervention by Nino Metreveli

.
 


 

“The Stringers” სიმებიანი კვარტეტია, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. კვარტეტის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ გამართულ მრავალ მუსიკალურ ღონისძიებებში. ამავდროულად თითოეული მათგანი ირიცხება საქართველოს წამყვან მუსიკალურ ორკესტრებში. კვარტეტის რეპერტუარი შედგება თანამედროვე ნაწარმოებებიდან და ცდილობს თანამედროვე მუსიკის განვითარებაშიც შეიტანოს წვლილი. 2016 წელს კვარტეტმა დაუკრა SOU Festival-ის დასკვნით კონცერტში, Blixa Bargeld-თან და Teho Teardo -სთან ერთად. 

.