SOU Festival

Tickets

 

Teho Teardo იტალიელი მუსიკოსი დაკომპოზიტორია. 8 წლისამ კლარნეტზე დაკვრის შესწავლა დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ მან მიატოვა ეს ინსტრუმენტი და გიტარაზე გადავიდა, თუმცა ამაზეც არ შეჩერდა და მალევე ელექტრონულ მუსიკაზე გადაერთო. სწორედ კავშირები ელექტრონულ და აკუსტიკურ ბგერით ხმოვანებას შორის წარმოადგენს მის ძირითად ინტერესს.

წლების მანძილზე მან მოახერხა ითანამშრომლობა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიცაა Girls Against Boys, Lydia Lunch, Cop Shoot Cop და რაც მთავარია, Blixa Bargeld-თან (Einsturzende Neubauten).

მათ საერთო ალბომ „Nerissimo”-ს ვიზუალური მხარე ინსპირირებულია ჰანს ჰოლბეინის 1533 წელს დაწერილი ნამუშევრით „The Ambassadors“. ალბომი მრავალენოვანია, გერმანული, ინგლისური და იტალიური ენები კომპოზიციებში დომინანტურია. ხოლო თავად ალბომის სათაურის მქონე ტრეკი ინგლისურად იწყება და იტალიურად სრულდება.

Nerrisimo იტალიურად ყველაზე შავს ნიშნავს, რაც ამ ნამუშევარს ნამდვილად კარგად ახასიათებს. თუმცა ეს არ არის პირქუში მუსიკა კლასიკური გაგებით. ეს უფრო ემოციური მოგზაურობაა რომსა და ბერლინს შორის, სადაც ალბომისთვის მუსიკა იწერებოდა.

.