SOU Festival

Tickets

 

რაფაელ ანტონ ირისარი ამერიკელი კომპოზიტორი და მულტი ინსტრუმენტალისტი მუსიკოსი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და კურატორია ნიუ იორკიდან.სიეტლში დაბადებული ირისარი ემბიენთ, drone, თანამედროვე კლასიკასა და პოსტ მინიმალისტურ მუსიკას ქმნის. მისი ჩანაწერები მნიშვნელოვნად შეიცავენ Field recording-ებს, ფორტეპიანოს, სიმებიან ინსტრუმენტებსა და ელექტრონიკას, რაც საბოლოო ჯამში მუსიკას ჰიპნოტურ ჟღერადობას აძლევს. ერთის მხრივ ირისარი რჩებამინიმალისტური დამოკიდებულების მიმდევრად, მაგრამ ატმოსფერული ჩანართებს მუსიკას უფრო კინემატურად ტვირთავს. საერთო ჯამში, მისი კომპოზიციები ღრმად ემოციური და სიმფონურია.

მუსიკა ალბომისთვის "A Fragile Geography" 2 წლის განმავლობაში იწერებოდა. იგი თავში პერსონალურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტრულ ნარატივებს ატარებს და თანამედროვე სამყაროს მაკრო და მიკრო დინამიკას იკვლევს. თავად მუსიკა ასახავს თანამედროვე ამერიკის დაძაბულ ცხოვრებას, კონტრასტულ პასაჟებს სილამაზესა და ყოველდღიურ საზოგადოებრივ ზეწოლას შორის.

.