SOU Festival

Tickets

 

Grischa Lichtenberger-ი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და ვიზუალური არტისტია ბერლინიდან. მისი მუსიკა ხშირად აგრესიული ჟღერადობით გამოირჩევა, თუმცა მისი მელოდიურ ჩანართებს ხშირად ადვილად საცნობი ხელწერა აქვს.

Frank Bretschneider, ცნობილი როგორც Komet, ადამიანია, რომელმაც Alva Noto-სთან და Byeton-თან ერთად Raster Noton-ს დაუდო სათავე. ის 80-იან წლებში Beastie Boys-ის ჩანაწერებს იწერდა პირატული რადიოს საშუალებით. შემდეგ მისი ინტერესი უფრო გაფართოვდა და ხმოვან მანიპულაციებზე გადავიდა. ფესტივალზე ვეტერანი მუსიკოსი 2015 წლის ალბომით „Sinn + Form“ წარსდგა, რომელიც ძირითადად არამუსიკალურ (non-music) კატეგორიას განეკუთვნება და ჟღერადობის ქაოტურობას იკვლევს.

Emptyset ბრისტოლში 2005 წელს დაფუძნებული პროექტია ჯეიმს გინზბურგისა და პოლ პურგასის მონაწილეობით. ორივე მათგანს ჰქონდა წარსული ლოკალურ კლუბურ კულტურაშიც და შესაბამისად რიტმსა და ბასს შორის კავშირით დაინტერესება მათთვის არ ყოფილა ახალი. თუმცა მუსიკა მათთვის მხოლოდ ერთი განზომილებაა, რადგან მათთვის ასევე მნიშვნელოვანი სრული აუდიოვიზუალური გამოცდილებაა.

ჯენს მასელიანუ იგივე Senking, კიოლნის ელექტრონული მუსიკალური სცენის წარმომადგენელია. 90-იან წლებში მან პირველ მუსიკალური გამოცდილება დააგროვა ადგილობრივ პანკ და ინდი ბენდებში ბას-გიტარაზე დაკვრით. 1995 წლიდან კი იწყება მისი დაინტერესება ელექტრონული მუსიკით, როდესაც პირველად მოუწია სინთეზატორთან მუშაობა, რომელიც 5-წამიან სემპლებსა და მინი-ლუპებს ქმნიდა. მუსიკოსი ქართველი აუდიტორიის წინაშე 2015 წლის მიწურულს გამოშვებული ალბომით „Closing Ice“ წარსდგა, რომელიც მძიმე ბას ჩანართებით ხასიათდება. ამ ჩანაწერში ძირითადად გერმანიაში გაცოცხლებული ატმოსფერული ბრიტანული დაბსტეპია.

Byetone ოლაფ ბენდერის სოლო პროექტია. ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში ტექნიკურმა შეზღუდვებმა დამატებით მისცა მუსიკოსს საშუალება საკუთარი შემოქმედებადა მეთოდები განსხვავებულად წარმოეჩინა. 1996 წელს ლეიბლის დაფუძნების შემდეგ იგი აგრძელებდა მუსიკის შექმნას Byetone-ის სახელით. მუსიკა სავსე ენერგიითა და მინიმალისტური რიტმებით. ფესტივალზე იგი ქართველი მსმენელის წინაშე ახალი აუდიო-ვიზუალური შოუთი - „universal music“ წარსდგა

.