SOU Festival

Tickets

 
ცნობილი იაპონელი არტისტი როიჯი იკედა ფოკუსირდება ხმოვანების კვლევაზე, როგორც მათემატიკურ და ესთეტიკურ კატეგორიაზე. იკედამ რეპუტაცია მოიპოვა როგორც ერთ-ერთმა იშვიათმა საერთაშორისო არტისტმა, რომელიც მუშაობს როგორც ვიზუალურ, ასევე ბგერითი მანიპულაციაზე. მუსიკალური აქტივობის გვერდით, იკედამ იმუშავა გრძელვადიან პროექტებზე ლაივ გამოსვლების, ინსტალაციების, წიგნების და CD-ების სახით. იგი თავის ნამუშევრებს წარადგენს ისეთ სივრცეებში როგორებიცაა, ტოკიოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სინგაპურის ხელოვნების მუზუმი, სონარის ფესტივალი ბარსელონაში, და ა.შ.
 
.კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოდგენილი პროგრამა „Supercodex-ია, იკედას „Datamatics“ ტრილოგიის საბოლოო ნაწილი, Dataplex-ისა და Test Pattern-ის შემდეგ. აუდიო რელიზი 1 საათსა და 5 წუთს გრძელდება და ძირითადად რიტმულ სტრუქტურაზეა აგებული.„სადაც არტისტი ჟღერადობის მონაცემებსა და მონაცებემების ჟღერადობას შორის კავშირს იკვლევს.რელიზი საპატიო ადგილს იკავებს ”რასტერ ნოტონის” კატალოგშიც. მასალა აუდიოსთვის დაუმუშავებელია და მოდის მისი წინა რელიზებიდანაც, შესაბამისად მივიღეთ 20 ტრეკი, რომელთა ხანგრძლივობა 1 დან 5 წუთამდე მერყეობს, რაც მთლიანად აბსტრაქტულ მინიმალისტურ ჟღერადობაშია გადაწყვეტილი.
.