SOU Festival

Tickets

 

Xylouris White
პროექტი პოსტ-როკისა და ბერძნული ფოლკლორის უნიკალური ჰიბრიდია — ბერძენი ფოლკ-მუსიკოსის, გიორგის ქსილურისისა და ცნობილი ავსტრალიური ბენდის Dirty Three-ს დრამერის, ჯიმ უაითის დუეტი. ქსილურისი კრეტული მუსიკალური ტრადიციების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, ლოცვისმაგვარი ვოკალური მანერითა და დრამატიზმით. უაითი კი ცნობილი ავტორი, პროდიუსერი და ავსტრალიური პოსტ-როკ ბენდის, Dirty Three-ს დრამერია. მისმა შესრულების უნიკალურმა სტილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიკ ქეივის, ფი ჯეი ჰარვის, ბონი პრინს ბილისა და Cat Power-ის შემოქმედებაში. ავანტ-როკისა და ანტიკური მუსიკის შერწყმის შედეგად მივიღეთ Xylouris White, რომელიც თანამედროვე სცენაზე ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია.

.