SOU Festival

Tickets

 

Dawn Of Midi 
„MIDI-ს განთიადი“ — ასე ითარგმნება კამერული ჯაზ-ტრიოს სახელი, რომელიც, თავის მხრივ, უკვე წარმოდგენას გვიქმნის მათი მიმართულების შესახებ. ეს კომუნიკაციის ტექნოკრატიულობისა და მასთან დაპირისპირებული პირველქმნილი ბგერების ნაზავია. ბენდის მუსიკალური მანერა მინიმალ-ჯაზია, რომლის ფარგლებშიც კლასიკური ინსტრუმენტებით იმპროვიზაცია საბოლო ჯამში ელექტრონული მუსიკის ჟღერადობას გვაძლევს. პიანისტი ამინო ბელიამინი, კონტრაბასისტი ააკააშ ისრანი და დრამერი ყასიმ ნაქვი ერთმანეთს კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლისას შეხვდნენ. ისინი წარმოშობით ინდოეთიდან, მაროკოდან და პაკისტანიდან არიან და მათივე თქმით, სწორედ მშობლიური ქვეყნების ტრადიციულმა მუსიკამ განაპირობა Dawn Of Midi-ს ჟღერადობა.

Visual Intervention by Mamuka Japaridze

 

.
 


 

„Dysnomia“
ტრიოს ბოლო ნამუშევარს მსოფლიო მუსიკალური პრესა მათ შემოქმედებით კულმინაციად ასახელებს. წინა იმპროვიზაციული კომპოზიციებისგან განსხვავებით, „Dysnomia“-ს 47-წუთიანი მსვლელობა წმინდად აკუსტიკური ხერხებით მიღწეული მათემატიკური სიზუსტის ნიმუშია. ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის რიტმული სტრუქტურების გამოყენებით, მათი კონტრ-რიტმული თარგი ტექნოსა და ექსპერიმენტული ელექტრონიკის ნიმუშებს მოგვაგონებს, თუმცა ეს მიკრო-ფრაზირებები საბოლოოდ ჯაზ-ინტონაციაში ერთიანდება და ცოცხალი საკრავების ემოციურ გავლენებზე აქცენტირებს.

.