SOU Festival

Tickets

 

სტივენ ო’მელი 
პოსტ-მეტალის მსმენელთათვის გიტარისტი სთივენ ო’მელი საკულტო მუსიკოსია, თუმცა მისი შექმნილი მუსიკის უდიდესი ნაწილი არ განეკუთვნება პოსტ-მეტალს: მისი სოლო-კარიერა და სხვა კოლაბორაციები, ძირითადად, დრონზეა ორიენტირებული. გიტარის ტემბრი სიეტლელი არტისტის ექსპერიმენტებში იმდენად ამოუწურავი და რესურსებით სავსეა, რომ ის მას ცალკეულ მუსიკალურ ფორმად იყენებს. მეტალის პირქუში, მძიმე და სიბნელით მოცულ განწყობებს ო’მელი ახლა მეტი სიღრმით და უფრო ფართო მუსიკალურ მასშტაბებში ეძებს. მისი კოლაბორაციების გრძელი სია ისეთ სახელებს უკავშირდება როგორებიცაა: Merzbow, იოჰან იოჰანსონი, Nurse With Wound, აარონ თერნერი და მრავალი სხვა. ის ვიზუალური ხელოვნების სფეროშიც მოღვაწეობს და საკუთარი ალბომების ყდებს ქმნის, ხოლო მისი ლეიბლი Ideologic Organ ვიზუალური ხელოვნებით, ფილოსოფიითა და საინტერესო რელიზებით გაჯერებული ექსპერიმენტული მედია-პროდუქტია.

.