SOU Festival

Tickets

 

ზინა პარკინსი 
მულტი-ინსტრუმენტალისტსა და კომპოზიტორს, ზინა პარკინსს ხშირად „ელექტრონული არფის ჯიმი ჰენდრიქსს“ უწოდებენ. ის ელექტრონულ არფას სრულიად ახალი ფუნქციებით ტვირთავს და პრაქტიკაში მისი აჟღერების ინოვაციურ მეთოდებს იყენებს. მისი ელექტროაკუსტიკური ექსპერიმენტები ბგერითი პროცესების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ოთხი სოლო ალბომის პარალელურად, პარკინსი ბიორკთან რეგულარულად თანამშრომლობს, ამასთან ერთად კი ავანგარდული პროგ-როკის ისეთ საკვანძო ფიგურებთან ერთად მუშაობს, როგორებიცაა: ქრის ქათლერი, ფრედ ფრიტი, დაგმარ კრაუზე, ჯონ ზორნი, ლინდსი კუპერი და სხვა. პარკინსი ოქსფორდის, პრინსტონისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში ხშირი სპიკერია. აღსანიშნავია მისი მულტიდისციპლინური კურატორული ნამუშევრებიც. ქორეოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, კინო და ისტორია საბოლოოდ სწორედ მუსიკალური ექსპერიმენტებისთვისაა მთავარი ინსპირაცია.

.