SOU Festival

Tickets

 

კვარტეტი „რონდანე“ რომლის არსებობაც დაახლოებით 15 წელს მოიცავს, მსოფლიოში ერთადერთი ოთხი პიანისტისგან და ოთხი როიალისგან შემდგარი კვარტეტია, რომელიც ჰოლანდიელი კომპოზიტორის, სიმეონ ტენ ჰოლტის ნაწარმოებს ასრულებს. მათი ყოველი კონცერტი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, უწყვეტად გრძელდება. სიცოცხლის მანძილზე ისინი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ თავად კომპოზიტორთანაც, რომელმაც თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში კვარტეტის ერთ-ერთ წევრი, რობერტ ლამბერმონტი მისი მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა. კვარტეტის რეპერტუარში ჰოლტის 5 ძირითადი ნაწარმოებია: Canto Ostinato (1979), Lemniscaat (1983), Horizon (1985), Incantatie IV (1990) და Meandres (1998). ნაწარმოებების შესრულების დროს როიალების განლაგება ჯვრის ფორმას იღებს, სადაც შემსრულებლებს ნათლად შეუძლიათ ერთმანეთის სახის დანახვა. კომპოზიციები სექციებისგან შედგება და თავად პიანისტები ადგენენ მისი გამეორების სიხშირეს. რეპეტიციები დროს წარმოქმნილი ბევრი მუსიკალური იდეები სწორედ კონცერტების დროს სრულდება სრულყოფილად. 2010 წლისთვის მათ უკვე პირველ ორმაგ CD-ზე გამოსცეს ჰოლტის-ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „Canto Ostinato“. შემდეგ წელს კი ამას მოჰყვა „Horizon“-ისა და „Lemniscaat“-ის გამოშვება. 2015 წლის სექტემბერში მათ დაიწყეს ახალ ალბომზე (Incantatie IV) მუშაობა. კვარტეტი ასევე მონაწილეობს რამონ გიელინის ფილმში „Over Canto“, რომლის მსოფლიო პრემიერაც 2011 წელს, IDFA-ზე შედგა

.
 


 

სიმეონ ტენ ჰოლტი (1923-2012) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰოლანდიელი კომპოზიტორია. მან მუსიკის წერა ორმოცდაათიან წლებში დაიწყო. საკუთარი ხელწერის ძიებაში რომანტიკული პერიოდის მელოდიზმისა და სამოციანებში ახლადაღმოცენებული მინიმალიზმის კომბინირებას ცდილობდა. ძიების შედეგად, მან მინიმალისტური კომპოზიციის ახალი, თვითმყოფადი სტილი ჩამოაყალიბა რომელსაც ყველაზე უკედ მისი 1978 წელს დასრულებული საკულტო ნაწარმოები „Canto Ostinato“ აღწერს.

.
 


 

„განმეორებადი სიმღერა“ გენეტიკური კოდის სტრუქტურითაა ინსპირირებული. ნაწარმოების უნიკალურობა მის თავისუფალ კომპოზიციურ სტრატეგიაშია. ის სხვადასხვა ვერსიაში სხვადასხვა ინსტრუმენტებითა და შემსრულებლების სხვადასხვა რაოდენობით სრულდება. კომპოზიცია 106 სეგმენტისგან შედგება (რომელსაც თავის მხრივ მრავალშრიანი ქვე-სეგმენტები აქვს), შემსრულებლებს საშუალება აქვთ თავად აირჩიონ რამდენჯერ გაიმეორონ ისინი, რაც ყოველ ჯერზე კითხვნისნიშნის ქვეშ აყენებს შესრულების მასშტაბსა და ხანგრძლივობას. მიუხედავად ასეთი თავისუფლებისა ნაწარმოები ახერხებს უმეტესად აიცილოს დისონანსი და სავსეა ტონალური ჰარმონიით და ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიური ფიგურებით.

.