SOU Festival

Tickets

 

იაკობ კირკეგაარდი 
იაკობ კირკეგაარდი დანიელი კომპოზიტორი და საუნდ არტისტია, რომელიც ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. მისი ძირითადი მუსიკალური ნაწარმი ბრიტანულ ლეიბლ Touch-ზეა გამოშვებული. ის არტისტული კოლექტივის — freq_out-ის წევრიცაა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობს ისეთ ხელოვანებთან, როგორებიცაა JG Thirlwell, ფილიპ ჯეკი და ლიდია ლანჩი. დანიელი ხელოვანი ხმოვანების განზომილებას იკვლევს. მისი მიდგომა ერთდროულად შემოქმედებითი და სამეცნიეროა. ამით აიხსნება მისი დაინტერესება ვულკანური ადგილებით, ყინულით დაფარული არქტიკითა თუ ატომური ელექტროსადგურებით. შესაბამისი შედეგის მისაღებად კირკეგაარდი სხვადასხვა სპეციფიკურ აუდიოჩამწერ მოწყობილობებს იყენებს, როგორიცაა ჰიდროფონები, ელექტრომაგნიტური რეცეპტორები და ა.შ.

.
 


 

A I O N 
გარე ხმოვანი ჩანაწერებისა და ვიდეო მასალის ლუპებისგან შემდგარი 50-წუთიანი კომპოზიცია ალვინ ლუსიეს რევოლუციური ნამუშევრის, „I Am Sitting in A Room“-ის შთაგონებითაა შექმნილი. „Aion“ 2005 წლის ოქტომბერში ჩაიწერეს და უკრაინაში, ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიაზე, აკრძალული ზონის ოთხ მიტოვებულ სივრცეში წარმოადგინეს. თითოეული სივრცის მრავალშრიან ხმოვან ჩანაწერში მისი რეზონანსული სიხშირეები ვლინდება, რასაც იმავე სივრცის მრავალშრიანი ვიდეო-პროექცია ახლავს თან.

.