SOU Festival

Tickets

 

ფრანკ ვიგრუ 
ფრანკ ვიგრუსათვის მუსიკაში მთავარი ელექტრონული იმპროვიზაციაა. ამ მიზნისთვის მისი ტრანს-დისციპლინური პერფორმანსები მრავალ სახვით ხერხს მოიცავს, ახალი მედიიდან — პერფორმანსის ხელოვნებამდე. მის არაპროგნოზირებად მუსიკალურ ნაერთში თავს იყრის ლირიული საგიტარო პარტიები, ინდუსტრიული ხმის კოლაჟები, თანამედროვე კლასიკა და თეთრი ხმაურის კედელიც კი. ამ ყველაფრის თანმიმდევრული კონტროლი კი მას რეჟისორად და სივრცის მანიპულატორად აქცევს. ვიგრუს მუსიკალური მიდგომა იდეალურად ჩანს მის უახლეს ალბომში „Rapport Sur Le Desordre“, რომელიც ევგენი ზამიატინის დისტოპიური მოთხრობის, „ჩვენ“-ისადმი მიძღვნილი ალბომების სერიას ასრულებს.

.
 


 

Tempest — „ქარიშხალი“
აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი 
მუსიკა: ფრანკ ვიგრუ 
გამოსახულება: ანტუან შმიტი 
2012 აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი „Tempest“ ფრანკ ვიგრუს ანალოგურ მოწყობილობებს ანტუან შმიტის ვიზუალურ ალგორითმებთან აწყვილებს და ქაოსის რეალურ სისტემა-სამყაროებს ქმნის, რომელთა დანახვაც მილიონობით ნაწილაკის მოძრაობაში, ხოლო გაგონება — ქარის ხმაურში შეიძლება. ამ ქაოსის შინაგანი ძალების მანიპულაციით, შემსრულებლები ისეთ აუდიო და ვიზუალურ ფორმებს ქმნიან, რომელთა ხილულობა და სტაბილურობა თანდათანობით იკვეთება.

.