SOU Festival

Tickets

 

Shobaleader One

მუსიკალური სამყაროსთვის Squarepusher-ის სახელით ცნობილი ტომ ჯენკინსონი ბრიტანელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია ესექსის საგრაფოდან. იგი თვითნასწავლი ბასისტია, რომელიც კომპოზიციურ სტრუქტურას, აუდიო მასალის ჩაწერას და მიქსინგს თავადვე უზრუნველყოფს. მისი პირველი მუსიკალური ჩანაწერები 1994 წელს გამოჩნდა და მუსიკალური თვალსაზრისით, იმდროინდელ ბრიტანულ Drum'N'Bass ტალღას შეესაბამებოდა. დებიუტიდან 20 წლის შემდეგ, მუსიკისადმი მისი ინოვაციური მიდგომა არ შეცვლილა. 2015 წელს რობოტებისგან შემდგარ ბენდთან თანამშრომლობით გამოუშვა ალბომი. Shobaleader One სხვადასხვა სესიური მუსიკოსებისგან შექმნილი ჯგუფია, რომელიც ჯენკინსონის მუსიკის შესრულებას უკვე ბენდის ფორმატში ცდილობს. 2017 წელს გამოშვებული მათი მეორე ალბომი „Elektrac“ უფრო ფანკი და პროგრესული ჟღერადობით გამოირჩევა, სადაც ყველა წევრის მნიშვნელობა თანაბარია. „Elektrac“ მისტიური ბენდის, Shobaleader One-ის მეორე ალბომია, რომელიც Squarepusher-ის კლასიკად ქცეული 11 კომპოზიციის რეინტერპრეტაციისგან შედგება. ჯგუფის პირველი ალბომი საშუალო-ტემპის, არ-ენ-ბი-ნარევი ფანკ ჩანაწერი იყო, ახალ რელიზში კი მსმენელი სწრაფ ჯაზ-ფანკს, მეტალისა და პროგრესული როკის ნაზავს შეხვდება. „Elektrac“ ლაივ ჩანაწერია, სადაც თავს იყრის ჯენკინსონის ადრეული ნამუშევრებიც, რომელიც ბენდმა გააცოცხლა. კომპოზიციების უმეტესობაში საგულისხმოა დრამის პარტიები და მისი შესრულების ტექნიკური მახასიათებლები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 1990-იანი წლების დრილ-ნ-ბასის ჩანაწერებში არსებული ტემპის ცოცხალი შესრულება. მართალია, ალბომში თითოეულ მუსიკოსი თანაბრად არის წარმოდგენილი, მაგრამ Squarepusher-ის თავისუფალი ბას-სოლოებისთვის ადგილი მაინც რჩება. ჯგუფის წევრები: 
Squarepusher
Strobe Nazard
Arg Nution
Company Laser

.