SOU Festival

Tickets

 

ლორენს ინგლიში
ლორენს ინგლიში კომპოზიტორი, მედია არტისტი და კურატორია, რომელიც ავსტრალიაში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრების ესთეტური ნაწილი პერცეფციისა და მეხსიერების ნაკადის შესწავლაზეა ორიენტირებული. გასული ათწლეულის მანძილზე, გარემოდან მიღებული შთაბეჭდილებები ინგლიშის მუსიკალური ენის მთავარი თავისებურებაა ნამუშევრებში, სადაც იგი უკვე დამკვიდრებული ჟღერადობის წესებს შორის ურთიერთობას განიხილავს. 2000 წლიდან იგი დღეისთვის უკვე ცნობილი და საერთაშორისო მუსიკის სცენაზე აღიარებული ლეიბლის, „Room40”-ის დამაარსებელია, რომლის საფირმო ჟღერადობაც ჰიპერექსპანსიური, ინტენსიური ემბიენთია. ლეიბლი ტიმ ჰეკერის, ტეილორ დიუპრესა და ბენ ფროსტის ნამუშევრებს გამოცემს.

.
 


 

Cruel Optimism 
„Cruel Optimism“-ს ავტორი ასე აღწერს: „პროტესტი, შესაძლო შემზარავი მომავლის წინააღმდეგ“. ის მსოფლიოში მიმდინარე სოციო-პოლიტიკური რყევების გამოძახილია. ალბომში სხვა მნიშვნელოვანმა მუსიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ნორმან ვესტბერგმა და ბროდი მაკალისტერმა. თავად ალბომის სახელი ამერიკელი თეორისტის ლაურენ ბერლანტის ტექსტიდან მოდის, რომლის ჩანაწერებმაც ინგლიშზე განსაკუთრებული შთაბეჭდილებები მოახდინა. სწორედ ბერლანტის მიერ დანახული ნეოლიბერალიზმის არატორელანტურობა, ზედაპირულობა და ამით გამოწვეული იმედგაცურება გახდა მუსიკოსისთვის ახალ ნაწარმოებზე მუშაობის დაწყების მთავარი თემატური ლეიტმოტივი.

.