SOU Festival

Tickets

 

ნიკა მაჩაიძე 
ნიკა მაჩაიძე (Erast, Nikakoi) ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერია. 1990-იან წლებში, მულტიპლიკაციური რეჟისურის შესწავლის შემდეგ, ის ელექტრონული მუსიკისა და ვიდეო კოლაჟის სფეროთი დაინტერესდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ნიკა უშვებს ალბომებს „Sestrichka“ და „Shentimental“. ამავე წლებში მულტიმედია არტ-ჯგუფის, “Goslab”-ის ერთ-ერთი აქტიური წევრია. მისი მუსიკის ჟღერადობა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში ვერ თავსდება. თუმცა ნიკას მუსიკალურ ხელწერაზე დიდი გავლენა იქონია საბჭოთა ბავშვობამ და იმ დროისთვის არსებულმა პოსტ-საბჭოთა კულტურულმა ამინდმა. SOU Festival-ის ფარგლებში შესრულდება ნიკა მაჩაიძის ნაწარმოები „Requiem For Deranged Robot. Vol 3“. ეს სამნაწილიანი ელექტროაკუსტიკური ნაწარმოებია ელექტრონიკისა და ფორტეპიანოსთვის.

.