SOU Festival

Tickets

 

ნატალია ბერიძე 
ნატალია ბერიძე ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. 2000-იანების დასაწყისში, მულტიმედია კოლექტივის, Goslab-ის ფარგლებში, მან ნიკა მაჩაიძესთან და გოგი ძოძუაშვილთან ერთად აღნიშნული პერიოდის ქართული ელექტრონული მუსიკის სახასიათო ჟღერადობა შექმნა. მისი IDM მუსიკა (IDM = intelligent dance music — ინტელექტუალური საცეკვაო მუსიკა) თავიდანვე შეიცავდა თანამედროვე კლასიკის ელემენტებს და ეს ფორმა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოიკვეთა. პირველი ორდისკიანი ალბომი „Size And Tears“ მომცრო კლასიკურ ჩანართებს შეიცავდა; 2015 წლის ნამუშევარში „Between The Naps“ კი ხშირია საფორტეპიანო მინიმალიზმის ელემენტები.

.
 


 

მონდრიანის ანსამბლი 
2000 წლიდან, კლასიკურ მუსიკასა და „ახალ მუსიკას“ შორის არსებულ განსხვავებულ მუსიკალურ ესთეტიკას ეძღვნება მონდრიანის ანსამბლის რეპერტუარი. მიუხედავად არსებული ნაპრალისა, ანსამბლი სხვადასხვა ისტორიული ხანის ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს. წევრებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც უახლესი მუსიკა, ასევე აღიარებული კლასიკური პროგრამაც. ექსპერიმენტებით ისინი ერთმანეთთან აკავშირებენ ლისტსა და დრონ იმპროვიზაციას, შუბერტსა და მორტონ ფელდმანს. დაარსებიდან მალევე, მონდრიან ამსამბლმა გაიმარჯვა Nicati-ის კონსკურსზე თანამედროვე მუსიკის ინტერპრეტაციისთვის. 2003 წელს კი Migros-Genossenschafts-Bund-ის მიერ ორგანიზებულ კამერული მუსიკის კონკურსზე მესამე პრემია დაიმსახურა. ამავე წლებში, მრავალმა კომპოზიტორმა დაწერა ანსამბლისთვის მუსიკა, რამაც მათი რეპერტუარი კიდევ უფრო გააფართოვა. 2004 წელს მათი CD გამოვიდა ლეიბლზე Grammont Portrait. 2015 წლიდან კი ისინი ასრულებენ რუდოლფ კელტერბორნისა და როლანდ მოზერის ნაწარმოებებს. შემადგენლობა: თამრიკო კორძაია, ივანა პრისტასოვა, პეტრა აკრემანი, კაროლინა ოჰმანი

.
 


 

Mapping Debris
"Mapping Debris" სიმებიან საკრავებზე, ხმის სემპლების მანიპულაციასა და ატმოსფერულ ნარატივებზე აგებული ნატალია ბერიძის 2016 წლის ნაწარმოებია, რომელიც სამი მოქმედებისგან შედგება.

.