SOU Festival

Tickets

 

რიო მურაკამი 
მურაკამი იაპონელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია. მუსიკალურ სცენაზე პირველად 2007 წელს გამოჩნდა და საკუთარი ხელწერით მალევე დაიმკვიდრა ადგილი ჯერ ქვეყნის, შემდეგ კი მსოფლიო საცეკვაო მუსიკის სცენაზე. დღეისათვის ის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პროდიუსერადაა მიჩნეული. წლებთან ერთად, მისი ინტერესი უფრო ღრმავდებოდა Dark Ambient-ისა და ინდუსტრიული მუსიკის მიმართ. იზოლაცია, მარტოსულობა და სიცარიელე მისი მუსიკის ძირითადი თემატიკაა. ბოლო ნამუშევრებში იგი იყენებს როგორც ცოცხალ ინსტრუმენტებს, ასევე ბუნების საველე ჩანაწერებს და მსმენელს ღრმა და დეტალური ინტროსპექციისთვის განაწყობს. იაპონელი რიო მურაკამი თავის ბოლო ნამუშევარს ასე აღწერს: „აღარავითარი გეომეტრიული ფიგურები – პირიქით, რაღაც ნამდვილი.“

Visual Intervention by Mariam Janashia

.