SOU Festival

Tickets

 

ქრისტოფერ ტინორი
მევიოლინე და კომპოზიტორი, ინჟინერ-პროგრამისტი ქრისტოფერ ტინორი, პოსტ-მინიმალისტად ითვლება. ფორმალურმა განათლებამ და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ცენტრში ყოფნამ, მისი სოლო შემოქმედების სახით, უნიკალური ჰიბრიდი წარმოქმნა და ავტორს აღიარება მოუტანა როგორც კლასიკურ, ასევე ექსპერიმენტულ სცენაზე. ტინორის პირველი პროექტი პოსტ-როკ ბენდი Slow Six იყო. 1990-იან წლებში ცნობილი ნოვატორი კომპოზიტორის, ლა მონტე იანგის პირად ასისტენტად მუშაობის პარალელურად, ის ნიუ იორკის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ხმის ინჟინრად მუშაობდა ფილიპ გლასთან. ტინორის სოლო შემოქმედება სამ ალბომს მოიცავს. ჰიპნოზური, დრონზე დაფუძნებული და ესთეტიკურად ისევ პოსტ-როკთან ახლოს მდგომი ჟღერადობა მის მიერვე შექმნილი პროგრამებით მუშავდება. ამიტომ, მის ელექტრო-აკუსტიკურ წარმოდგენებში ხმის სტრუქტურა მკვეთრად ინდივიდუალურია. ამჟამად ტინორი პრინსტონის უნივერსიტეტის PhD ხარისხზე მუშაობს. ხმასთან მუშაობის ახლებურმა პრაქტიკამ, მის სპონსორებად აქცია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Antares (Auto-tune) (აუდიოტექნოლოგია) და Wittner Tuning Forks (კამერტონის ტრადიციული გერმანული ბრენდი). „Along A Vanishing Plane“ ქრისტოფერ ტინორის 2016 წლის ალბომია, რომელიც წინააღმდეგობრივ მანიფესტადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. კომპოზიტორის, შემსრულებლისა და მუსიკალური პროგრამული პლატფორმების ინჟინრის როლში ტინორის ძირითადი მისია, ბანალურობიდან მუსიკის უფრო დიდ, გააზრებულ ინტერაქციამდე აყვანაა, რომელიც გარშემო მიმდინარე მოვლენებს პერსონალურ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით დონეზე ეხმიანება. ეს არის მუსიკა, სადაც ნათლად ჩანს, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი, თუ შემოქმედი ოდნავ მაინც მოწყდება საზოგადოებრივ ხმაურს და პირად ღირებულებებზე ორიენტირდება. სხვა თანამედროვე კომპოზიტორებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაქს რიხტერი და ნილს ფრამი, რომლებმაც საკუთარი „ჯანყი“ სოციო-კულტურული ცნებების მიმართ მშვიდი ტონით დაიწყეს, ტინორს სხვა მიდგომა აქვს, მაგრამ მისი ალბომი მაინც აკადემიური მინიმალიზმითა და შინაგანი ენერგიითაა გამსჭვალული და, ამავდროულად, ის თანამედროვე მუსიკალურ პალიტრას სრულიად იყენებს

.