SOU Festival

Tickets

 

რეზო ღლონტი 
რეზო ღლონტი ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკა არ შემოისაზღვრება კონკრეტული ჟანრით, მისი ნაწარმოები ხშირად შეიცავს ემბიენთ ჟღერადობას. ღლონტის კომპოზიციები ეფუძნება კონკრეტულ კონცეფციას და გამოირჩევა ორგანული და ექსპერიმენტული ხმების სინთეზით. 2010 წლიდან იგი აქტიურად მოღვაწეობს და გამოსცემს მუსიკას უცხოურ ლეიბლებზე. მუსიკოსის პირველი EP „‎Street Risen Wire” 2010 წელს პოლონურ ლეიბლზე გამოვიდა. 2015 წელს ღლონტის მეორე პროექტი „Aux Field“ შეიქმნა და ახალი ალბომი აუდიო კასეტის ფორმატით გამოვიდა. 2016 წელს კი მისი უახლესი პროექტი, „Budapest“ გამოიცა. 

.
 


 

მტკვარი როგორც დავიწყებული ზღვა 

"მტკვარი როგორც დავიწყებული ზღვა" შთაბეჭდილებათა სერიაა მდინარესა და ქალაქს შორის დავიწყებული კავშირის შესახებ.

რეზო ღლონტი: ელექტრონული მოწყობილობები, გარე ხმოვანი ჩანაწერები, სინთეზატორი, ეფექტები. 
ლევან ცხადაძე: ბას-კლარნეტი, კლარნეტი 
მალიკა მამინოვა: დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია.

"მდინარეები ბევრი ქალაქისთვის სიცოცხლის მამოძრავებელია. ბევრი ქალაქი მდინარიან ლანდშაფტებზეა გაშენებული. დღესდღეობით მდინარე მტკვარი უგულვებელყოფილია და თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებმნიშვნელოვან როლს ასრულებს. ორივე სანაპიროზე გზატკეცილები გადის და ძალიან პატარა სივრცეა დარჩენილი იმ ადგილებისთვის, სადაც მდინარესთან ურთიერთობა რეკრეაციის ან სულიერი განწმენდის მიზნით შეიძლება. თითქოს ქალაქი მის გარეშე არსებობს. როდესაც საცხოვრებლად თბილისში გადავედი, ეს ყველაფერი უჩვეულოდ მომეჩვენა. თანდათანობით მივხვდი, რომ მდინარისადმი ამგვარი დამოკიდებულება ქალაქში, უფრო ზოგადად, სხვა მოვლენებისადმი მიმართებაშიც ვლინდება."
.